საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია „სილქვეი ექსპრესს“ გადაზიდვებს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით 2016 წლიდან საქართველოს ბაზარზე...


ჩვენი კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი სახის ტვირთის იმპორტსა და ექსპორტს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

ჩვენს კომპანიას პარტნიორები ჰყავს, ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში.კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზებით, როგორც ნაკრების, ასევე სრული ტვირთების;

ტრაილერის სრული დატვირთვა / FTL

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები ტრაილერის სრული დატვირთვით გულისხმობს თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას საჭირო ტიპის მანქანის (იქნება ეს რეფრეჟერატორი, ტენტი, არასტანდრტული, ADR თუ სხვა) მიწოდებას, შეკვეთიდან მეორე / მესამე დღეს.

ნაკრები ტვირთები / LTL

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თქვენ მიერ დადასტურებული ტვირთის აღება მოხდება მეორე/მესამე დღეს ჩვენი წარმომადგენლების მიერ, ტვირთი დასაწყობდება ჩვენი კომპანიის პარტნიორ საწყობებში:

✔ გერმანია
✔ ლუქსემბურგი
✔ ბულგარეთი
✔ იტალია
✔ უკრაინა
✔ რუსეთი
✔ თურქეთი


ასევე, თქვენი მოთხოვნისამბერ, შესაძლებელია ნაკრები ტვირთის არა დასაწყობება, არამედ პირდაპირი მანქანით წამოღება, როგორც საქართველოში, ასევე რეექსპორტით (და რეექსპორტის გარეშე) სხვა ქვეყნებში.

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზებით.


ტრანსპორტირების ვადები დამოკიდებულია გადაზიდვის ტიპზე:

  • სახმელეთო - 12-14 დღე (თურქეთი: 3-5 დღე, რუსეთი და უკრაინა: 7-10 დღე.
  • საჰაერო - 5-7 დღე
  • საზღვაო: ნაკრები - 35-45 დღე და მთლიანი კონტეინერი 30-35 დღე


მომსახურება მოიცავს:

  • მშრალი ტვირთის ტრანსპორტირება
  • სამაცივრე ტვირთის ტრანსპორტირება
  • სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება
  • მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება


✍ საბუთები:

  • ექსპორტის დეკლარაცია
  • ევრო 1 სერტიფიკატის დამზადება
  • რეექსპორტის საბუთების გაფორმება
  • ყველანაირი საბროკერო მომსახურება


✈ საჰაერო გადაზიდვები

ჩვენი კომპანია ახორციელებს საჰაერო გადაზიდვებს სახმელეთოს მსგავსად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კომპანიას აქვს გენერალური ხელშეკრულებები სხვადასხვა პარტნიორ ხაზებთან, რომელიც საშუალებას გვაძლევს ტვირთის ტრანსპორტირება მოვახდინოთ დროულად და ეფექტურად.

კომპანია გთავაზოვთ სწრაფ და ხარისხიან საბროკერო მომსახურებას და ნებისმიერი სირთულის საბუთის დამზადებას.

საჰაერო ტრანსპორტირების ვადები, დამოკიდებულია ტვირთის ადგილმდებარეობაზე.

ევროპიდან საქართველომდე ჩამოსვლის ვადაა 5-7 დღე


ამერიკა: 10 – 12 დღე


? მომსახურება მოიცავს:

  • ტვირთის ადგილიდან აღება
  • ტვირთის დასაწყობება
  • ყველანაირი საბროკერო მომსახურება (როორც იმპორტი, ექსპორტი, ასევე რეექსპორტი)
  • ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილამდე


საზღვაო გადაზიდვები

ჩვენი კომპანია საზღვაო გადაზიდვებს ახორციელებს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერი ქვეყნიდან. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საზღვაო ხაზებთან.


მომსახურება:

  • სრული საკონტეინერო ტვირთის ტრანსპორტირება (20 და 40 HQ კუბი)
  • ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირება
  • პორტიდან პორტამდე ტრანსპორტირება
  • დანიშნულების ადგილიდან ტვირთის აღება და დანიშნულების ადგილამდე ტვირთის მიწოდება
  • საბროკერო მომსახურება

Silkway Express

კომპანია „სილქვეი ექსპრესს“ მომსახურებების უმნიშვნელოვანეს შეთავაზებას წარმოადგენს დაზღვევა. ჩვენს კომპანიას აქვს CMR პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გულისხმობს კომპანიის პასუხისმგებლობას, ტვირთი ჩამოვიდეს/გავიდეს დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.